28 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
47 გარდაცვლილი და 1 954 ინფიცირებული - კოვიდსტატისტიკა საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 954  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 4 477 პირი.

28 ნოემბერს საქართველოში სულ 20 068 ტესტი ჩატარდა. ასევე, ბოლო 24 საათში სულ 2 479 აცრა გაკეთდა. 

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,02%-ს, ბოლო შვიდი დღის კი 9,04%-ს შეადგენს.

2020 წლის 11 მარტიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდსტატისტიკის ჯამური მონაცემი კი ასეთია:

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 840 593 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 783 987 და გარდაიცვალა 11 974 პაციენტი.

გუშინ, კი 28 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 333 შემთხვევა გამოვლინდა, 5 052 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 56  კი გარდაიცვალა. 

დღის ამბები