28 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
ტყიბულში მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის მდგომარეობს კრიტიკულად მძიმე რჩება

კრიტიკულად მძიმე რჩება მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც გუშინ მაშველებმა ტყიბულში, მიწის ჩამოშლილი მასიდან ამოიყვანეს.

65 წლის ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციაშია. ექიმის განცხადებით, ტრამვების გამო დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები, ასევე ორივე ქვედა კიდურის ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი აქვს.

"ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის უკიდურესად მძიმე. პაციენტს აღენიშნება ზეწოლის სინდრომი ორივე ქვედა კიდურზე, გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების დაჟეჟილობები. სხვადასხვა ორგანოების უკმარისობები. ამჟამად იმყოფება აპარატულ სუნთქვაზე. ცვლილება დადებითი დინამიკისკენ ჯერჯერობით არ აღინიშნება," - აღნიშნა რეანიმატოლოგმა, ალექსანდრე კვაჩიძემ.

"კურიერი" დაშავებულის ოჯახსაც ესაუბრა.

"ძირითადად, ფილტვებსა და გულზე აქვს დაჟეჟილობა, სისხლი არ მოძრაობს კარგად. წნევა ვერ აუმაღლეს.

იქ რა მოხდა არაფერი არ ვიცი. მუშაობით არ მუშაობდნენ, უბრალოდ გაწმენდაზე იყვნენ, რაღაც წლის დინება იყო," - განაცხადა ვიტალი ტურძილაძის მეუღლემ, მარინა გუბელიძემ.

დღის ამბები