28 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
უახლოეს პერიოდში ტაქსიში მოწევა აიკრძალება - რა გამოხმაურება მოჰყვა ინიციატივას მძღოლების მხრიდან

თამბაქოს მოწევა ტაქსიში მძღოლსა და მგზავრს შორის კამათის საგანი აღარ იქნება. ამის გარანტი ახალი საკანონმდებლო რეგულაცია უნდა გახდეს, რომლის იგნორირებაც 200 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება. ტაქსიში სიგარეტის მოწევა აიკრძალება. კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას ამ ქმედებების მეორედ და მესამედ ჩადენისთვის. გამოკითხული მძღოლების უდიდეს ნაწილს ეს ინიციატივა მოეწონა.

მძღოლების ნაწილში კი ახალ რეგულაციებზე საუბარმა დამატებითი შეკითხვები გააჩინა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვლადიმერ კახაძის ​ თქმით, სიახლე 2017 წელს თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული კანონის ნაწილია, რომელიც ამავე დროს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებაა. ამას "კურიერთან" საუბარში ვლადიმერ კახაძე ამბობს, ის  კანონპროექტის თანაავტორია.

წინასწარი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად კიდევ ერთ სეგმენტს გააკონტროლებს.

50 ლარით დაჯარიმდება ავტომფლობელი, რომელიც თამბაქოს არასრულწლოვანის გადაყვანის დროს მოწევს.

როდის იქცევა ინიციატივა კანონად ჯერჯერობით უცნობია. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე გაიტანენ, რის შემდეგაც მას საკომიტეტო მოსმენებზე განიხილავენ.

დღის ამბები