28 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
"სააკაშვილს აქვს სრულიად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასამართლოზე მონაწილეობას წყვეტს მხოლოდ ის" - მარინა ჯიშკარიანი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ყოფილი პრეზიდენტი ექიმების მიერ შედგენილ პროტოკოლს მიჰყვება და სპეციალურად შედგენილი გრაფიკით იღებს საკვებს. კონსილიუმის წევრები დღესაც იყვნენ შეკრებილი გორის ჰოსპიტალში. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა სპეციალისტები, ყოფილი პრეზიდენტის ფსიქოემოციურ მდგომარეობასაც აკვირდებიან.

როგორც, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი,ამიტომ სასამართლოზე დასწრების პროცესს წყვეტს მხოლოდ ექსპრეზიდენტი.

„ჯანმრთელობის თვალსაზრისით კვლავ საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას და რეაბილიტაციას. შიმშილობის გახანგრძლივებას მოჰყვა ნეიროენცეფალოპათია და ეს არის საკმაოდ მძიმე დიაგნოზი, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ სტაციონალური რეაბილიტაციას და მკურნალობას. ასევე რეფიდიკის სინდრომი, თუმცა მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულიად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასამართლოზე მონაწილეობას წყვეტს მხოლოდ ის,“- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

დღის ამბები