28 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
ჩეხეთის კოვიდინფიცირებულმა პრეზიდენტმა ახალი პრემიერი დანიშნა - ცერემონიალს ის მინის ყუთიდან უძღვებოდა

ჩეხეთის პრეზიდენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა. პეტრ ფიალას დანიშვნის ცერემონიამ უჩვეულო გარემოში ჩაიარა - პრეზიდენტი მილოშ ზემანი, რომელიც კოვიდითაა ინფიცირებული, პროცესს პრაღის რეზიდენციაში მინის ყუთიდან უძღვებოდა. ის საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის დანიშნავს ზემანი მთელ კაბინეტს.

მანამდე პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან ანდრეი ბაბიშის გადადგომას დათანხმდა. ბაბიშის პარტიამ ოქტომბერში გამართული არჩევნები წააგო.

დღის ამბები