28 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა პერუში - სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა

პერუში, ქალაქ ბარანკა-დე-უპიადან 40 კილომეტრში, 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრის შედეგად დაშავებულების და ნგრევის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა. 

ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურმა ცენტრმა "ტვიტერზე" განაცხადა, რომ მიწისძვრა ამაზონის ტროპიკული ტყეების იშვიათად დასახლებულ რეგიონში მოხდა.

დღის ამბები