28 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
"ომიკრონით" ინფიცირებულების იზოლაციას ისრაელი კონტრტერორისტული სატელეფონო კონტროლის სისტემით დააკვირდება - ექიმის თქმით, შტამი დიდ სირთულეს ქმნის

ისრაელმა ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აკრძალა, მიზეზი - კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელების საფრთხეა. 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი ვარიანტით ინფიცირებულებს კონტრტერორისტული სატელეფონო თვალთვალის სისტემით გააკონტროლებენ. 

ისრაელის ბარზილაის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ვასილ ხაჩიაშვილი "კურიერთან" ამბობს, რომ ახალი შტამის გამოჩენას ქვეყანაში ძლიერი განგაშის სიგნალი მოჰყვა და ისრაელი მკაცრ ზომებს იღებს. 

""ომიკრონს" აქვს რამდენიმე მუტაცია, რომელმაც, შეიძლება, პოტენციურად გაზარდოს რისკები რეინფექციის და თეორიულად, შესაძლოა, იყოს ვაქცინამედეგი. ამ დროისთვის, უკვე საკმაოდ ძლიერი განგაშის სიგნალი არის. მაგალითად, ისრაელში ჩაკეტილია საზღვარი უკვე დღეიდან, ვიზიტორებისთვის. ასევე, ადამიანს, ვისაც დაუდასტურდება ახალი ვარიანტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო აიყვანს მოსმენაზე, განხორციელდება ლოკაციისა და გადაადგილების თვალყური, რათა ამ ადამიანებმა მაქსიმალურად დაიცვან იზოლაციის წესი.

თუ დავაკვირდებით, რომ ბოლო რამდენიმე შტამი რაც გავრცელდა, იგივე "დელტაც", არის ქვეყნებიდან, რომელთაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი აქვთ. შესაბამისად, ეს ქვეყნები მაღალი რისკის მატარებლები არიან ახალი და ახალი შტამების გენერირებით. ასევე იქნება, პოტენციურად, საქართველო," - განაცხადა ვასილ ხაჩიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები