28 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ახალი შტამი და მოსალოდნელი საფრთხეები - რას პროგნოზირებენ სპეციალისტები "ომიკრონის" საქართველოში დაფიქსირების შემთხვევაში

ეპიდემიოლოგები ახალი შტამის გავრცელებას საქართველოშიც არ გამორიცხავენ, თუმცა პროგნოზის გაკეთება მაინც უჭირთ. ამბობენ, რომ თუ ქვეყანაში ვირუსის ახალი ვარიანტი შემოვა, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან ვაქცინაციის ტემპი საკმაოდ დაბალია.

ახალ შტამს სწრაფი გავრცელება ახასიათებს, აერთიანებს 4 ძირითად, ჯამში ჯი 50-მდე მუტაციას და მეტად აზიანებს იმუნურ სისტემას.

ექიმები ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, გაუმკლავდება თუ არა, აქამდე არსებული ვაქცინა ახალ შტამს, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რეკომენდაციების დაცვა ამ მიმართულებით პროცესის წარმართვას გაამარტივებს.

ახალი შტამის გავრცელების საფრთხის პარალელურად, კი ქვეყანაში ისევ საგანგაშოდ მაღალია COVID-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი. ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის ტემპი მოიმატებს და ეს ვირუსის გავრცელების დინამიკას შეანელებს.

ეპიდვითარების ფონზე უცვლელი რჩება რეკომენდაციები. პირბადის ტარება, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და ვაქცინაცია - ეს ის გზებია, რომელსაც სპეციალისტები ვირუსის თავიდან აცილებისთვის გვთავაზობენ.

დღის ამბები