28 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
რუსეთში გამართულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატში ქართველებმა გაიმარჯვეს

რუსეთის ქალაქ უფაში გამართული ევროპის გუნდური ჩემპიონატი, ქართველი ძიუდოისტების გამარჯვებით დასრულდა. ჩვენმა ფალავნებმა ფინალამდე ავსტრიელებს 4:0, ფრანგებს 4:2 და თურქებს 4:2-ით სძლიეს, ხოლო ოქროს მედლებისათვის ბრძოლაში ნიდერლანდელი ძიუდოისტები დაამარცხეს 4-3.

გადამწყვეტ ჭიდაობაში საბა ინანეიშვილმა იპონით აჯობა მეტოქეს, რის შედეგადაც ლაშა გუჯეჯიანისა და გია თენაძის გაწვრთნილი ნაკრები ჩემპიონი გახდა. ეს არის პირველი და ისტორიული ტიტული შერეულ გუნდებს შორის ქართული ძიუდოსთვის.

დღის ამბები