28 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში "ომიკრონის" 2 შემთხვევა დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.

საჯიდ ჯავიდის ინფორმაციით, ომიკრონით ინფიცირების ორი შემთხვევა ჩელმსფორდში და ნოტინგჰემში დაფიქსირდა.

მისივე ცნობით, ორივე შემთხვევა ერთმანეთთან არის დაკავშირებული და მოქალაქეები იზოლაციაში იმყოფებიან. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ინფიცირებულებთან კონტაქტის მქონე პირებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათ ტესტი უტარდებათ. 

კორონავირუსის ახალი ვარიანტი ასევე აღმოჩენილია სამხრეთ აფრიკაში, ბოცვანაში, ბელგიაში, ჰონკ-კონგისა და ისრაელში.

ახალი ვარიანტის გავრცელების საშიშროების გამო, ევროკავშირმა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. 

დღის ამბები