28 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
ახალმა შტამმა შესაძლოა გამოიწვიოს საშიში დაავადებები, გავრცელდეს ძალიან სწრაფად და მის წინააღმდეგ არაეფექტური აღმოჩნდეს ვაქცინა - ვირუსოლოგი

"ომიკრონი" კორონავირუსის ახალმა შტამმა რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა ევროპაში გავრცელება უკვე დაიწყო - ვირუსოლოგი ვოლფანგ ფრეიზერი ამბობს, რომ ახალმა შტამმა შესაძლოა გამოიწვიოს საშიში დაავადებები, გავრცელდეს ძალიან სწრაფად და მის წინააღმდეგ არაეფექტური აღმოჩნდეს ვაქცინა:

"შესაძლოა ვირუსის ამ ვარიანტმა მნიშვნელოვნად იმოქმედოს იმუნურ სისტემაზე, გამოიწვიოს საშიში დაავადებები, გავრცელდეს ძალიან სწრაფად და მის წინააღმდეგ არაეფექტური აღმოჩნდეს ვაქცინა. ამიტომ, საჭიროა ზომების სწრაფად მიღება. ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით ამ ვირუსის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ის სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, უცნობია თუ სად წარმოიქმნა. რაც ვიცით მხოლოდ ვარაუდებია,"- აცხადებს ვირუსოლოგი ვოლფანგ ფრეიზერი. 

რატომ დადგა უსაფრთხოების ასეთი მკაცრი ნორმების მიღების აუცილებლობა დღის წესრიგში, ჯერჯერობით ახალ შტამთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ცნობილია ის, რომ მსოფლიოში რამდენიმე ლაბორატორია და წამყვანი მეცნიერები ახლა აქტიურად სწავლობენ ახალ შტამს.

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც სპეციალისტებმა კვლევების შედეგად პასუხები უნდა გასცეს. რამდენჯერ სწრაფად გადამდებია, რა შედეგებს იწვევს და არის თუ არა, ვაქცინებთან რეზისტენტული.

ახალი ვარიანტის დაფიქსირების გამო, სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, ტაილანდმა, იტალიამ, ჩეხეთმა და გერმანიამ.

 

დღის ამბები