28 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
რა ინფორმაციას ავრცელებენ მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ადამიანების ოჯახის წევრები შახტის მდგომარეობაზე - ტყიბულში სამაშველო ოპერაცია გრძელდება 

ტყიბულში მიწის მასაში მოყოლილი ადამიანების ოჯახის წევრები პირველ ინფორმაციას ავრცელებენ. მათი განცხადებით, ტყიბულში ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში მომპოვებითი სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებული იყო, დასაქმებულები ადგილზე მხოლოდ წყლის გასაწმენდად მიდიოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, მიწის ქვეშ მოყოლილი პირები 45 და 65 წლამდე მამაკაცები არიან. 

ამ წუთებში ტყიბულში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი ადამიანის ლოკაციამდე ჩასვლა, ის კონტაქტურია და ამ მომენტისთვის მაშველები ცდილობენ მის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას.

პარალელურ რეჟიმი მიმდინარეობს მეორე ადამიანის ძებნა. განცხადებაში საუბარია მომხდარზეც და წერია, რომ კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოიშალა მიწის მასა. 

დღის ამბები