28 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" გარდა სხვა მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილს არ ჰყავს, პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ" - ლევან იოსელიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი, ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტთან და ამ საკითხზე დანარჩენი ოპოზიციური ძალების პოზიციასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტს საკმაოდ დიდი ოპოზიციური პარტია ჰყავს, რომელიც ზრუნავს თავისი ლიდერის გათავისუფლებისთვის. 

"მიხეილ სააკაშვილს გასაგებია უნდა, რომ ბევრი საზოგადოებრივი ჯგუფები იყვნენ, რომლებიც მის მხარდამჭერ აქციებს თუ ორგანიზაციებს ჩამოაყალიბებენ, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ვინც არიან პარლამენტში წარმოდგენილი, უარი განაცხადეს ასეთი ტიპის კომიტეტში მონაწილეობაზე და ისინი გაემიჯნენ ამ პროცესს და სრულიად ლოგიკურია, რომ გაემიჯნენ. მას ჰყავს საკმაოდ დიდი ოპოზიციური პარტია საქართველოში და ეს პარტია ზრუნავს თავისი ლიდერის გათავისუფლებისთვის.

მე ვეღარ წარმომიდგენია ამაზე მეტი მხარდამჭერი ჯგუფი რა შეიძლება იყოს. იმიტომ, რომ საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" გარდა სხვა მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილს არ ჰყავს. მას რომ ჰყავდეს ასეთი მხარდამჭერები, ეს ადამიანებიც იქნებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ამ მოთხოვნის ირგვლივ და გაიზიარებდნენ ამ მოთხოვნებს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ. არავის არ უნდა და ზოგმა გადაიაზრა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკუთარი პოზიციონირება და აღარ უნდა იყოს ერთი რომელიღაც პარტიასთან აფილირებული  და მისი ქოლგის ქვეშ,“ - ამბობს ლევან იოსელიანი. 

დღის ამბები