28 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
"შავი პარასკევი" და სავაჭრო მოლებში მომხმარებლის სიმრავლე თბილისში საცობების მიზეზი გახდა - მანქანით გადაადგილება დღის განმავლობაში გართულებული იყო ​

შავი პარასკევი შავი აღმოჩნდა თბილისის ქუჩებისთვის. სავაჭრო ქსელებში გამოცხადებულმა ფასდაკლებებმა მთელი ქალაქის პარალიზება გამოიწვია. ამ დრომდე ნაწილობრივ გადატვირთულია დედაქალაქის ცენტრალური გამზირები და ქუჩები.

მოსახლეობა ფასდაკლებებით მეტნაკლებად კმაყოფილია. საქართველოში "შავი პარასკევის" ტრადიცია სულ რამდენიმე წელია დამკვიდრდა. 

ტერმინი "შავი პარასკევი" 1966 წლიდან დამკვირდა, როდესაც ფილადელფიის შტატში მადლიერების მეორე დღეს გამოცხადებულმა დიდმა ფასდაკლებამ გზებზე საცობები გამოიწვია. თბილისს შავ პარასკევს მაინც აქვს თავისი გამორჩეული ხელწერა: მაშინ, როდესაც მთელ მსოფლოში 90 პროცენტიანი ფასდაკლებაა, საქართველოში როგორც წესი ის არ სცდება 40-50 პროცენტს.

დღის ამბები