მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის ნაკრები 88:83-ით დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულით ყველაზე შედეგიანი მაკფადენი იყო (პლუს 9 პასი), ხოლო უკრაინელთაგან 18 ქულა ბლიზნიუკის ანგარიშზეა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებს.