28 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
ვფიქრობ, ნატოში გაწევრიანების მსურველ საქართველოსა და უკრაინისთვის მნიშვნელოვანია რეფორმებზე ორიენტირებულობა - იენს სტოლტენბერგი

რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრებთან მიმდინარე მილიტარიზაცია, რიგაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა დღეს ბრიფინგი სწორედ უკრაინასა და საქართველოზე საუბრით დაიწყო და ორივე ქვეყანას ნატოს ღირებული პარტნიორები უწოდა. 

"საქართველოც და უკრაინაც შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოები არიან. ვხედავთ რეგიონში დაძაბულობის მატებას, ვიხილეთ რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ, ამიტომ ამ ორ მთავარ პარტნიორთან რეგიონში არსებულ სიტუაციაზე საუბარი ძალიან დროულია. ჩვენ ასევე გავამახვილებთ ყურადღებას ქვეყნებში მიმდინარე რეფორმებზე.

ვფიქრობ, ნატოში გაწევრიანების მსურველი ორივე ასპირანტი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია რეფორმებზე ორიენტირებულობა, კორუფციასთან ბრძოლა და თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზება," - ამბობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. 

ლატვიის დედაქალაქში 30 ნოემბერს თბილისიც და კიევიც მიწვეულია. ქართველი და უკრაინელი დიპლომატები ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ისაუბრებენ. 

დღის ამბები