28 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ზუგდიდის საკრებულოსთან დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი დაიწყო

ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი ხმაურის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა ზუგდიდში. საკრებულოსთან 2 პირი დააკავეს, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ პოლიციის სამმართველოდან სასამართლოში გადაიყვანეს.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, მათი განცხადებით, შემთხვევა საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

დაკავებულების პროცესი ამ წუთებში იწყება. 

დღეს ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს, ბათუმსა და ზუგდიდში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ამტკიცებს, რასაც ოპოზიცია კანონდარღვევად მიიჩნევს და აპროტესტებს.

დაპირისპირების ფონზე, დღეს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი დააკავა.

დღის ამბები