28 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
წალენჯიხის ახლადარჩეულმა მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საკუთარი ხედვა წარადგინა

წალენჯიხის ახლადარჩეულმა მერმა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საკუთარი ხედვა წარადგინა. გია ხარჩილავამ ის პროგრამები წარადგინა, რის განხორციელებასაც გეგმავს.

პრეზენტაციას "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და მისი პარტიის წევრი ესწრებოდნენ.

"წალენჯიხაში იქმნება პრეცედენტი, როდესაც არჩეული მერი ამომრჩეველს საკუთარი ძალაუფლების თანამონაწილედ ხდის. ამ მიზნით გაფორმდა წალენჯიხის თავისუფლების ქარტია, რაც გულისხმობს მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღებაში. ეს გახლავთ ქვეყნის მასშტაბით პირველი დეცენტრალიზაციის მოდელი,"- აცხადებს გია ხარჩილავა. 

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წლის მერის არჩევნებში, ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

დღის ამბები