28 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ინფორმაცია მივიღე, რომ იგეგმება სახელმწიფო გადატრიალება - რა ფაქტები მიაწოდეს პრეზიდენტ ზელენსკის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინაში პირველ დეკემბერს  სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება. 

"ინფორმაცია მივიღე, რომ ჩვენს ქვეყანაში, 1-ელ დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება. ჩვენ არა მხოლოდ აგენტურული ინფორმაცია, არამედ ხმოვანი ჩანაწერებიც გვაქვს, რომელშიც უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებაში რინატ ახმეტოვის მონაწილეობას განიხილავენ," განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ოლიგარქი რინატ ახმეტოვის გარემოცვა მონაწილეობს, თუმცა მას არ სჯერა, რომ ახმეტოვი სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში მონაწილეობს.

"ვფიქრობ, ეს ოპერაციაა და უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში მის ჩათრევას ცდილობენ. ვფიქრობ, ეს მისი დიდი შეცდომა იქნება, რადგან არ შეიძლება შენს ხალხსა და პრეზიდენტს ეომო, რომელიც უკრაინელმა ხალხმა აირჩია," - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლებას შესაბამისი აუდიოჩანაწერი აქვს, რომელშიც სახელმწიფო გადატრიალების საკითხი განიხილება, თუმცა ის არ არის მზად, ამ საქმის დეტალებზე ისაუბროს. 

დღის ამბები