პოლიციამ თბილისში ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 1 პირი. სამართალდამცველებმა ის ნაძალადევის რაიონში იმ დროს დააკავეს, როდესაც რეალიზაციის მიზნით, მეტადონის შემცველი ნარკოტიკის სხვადასხვა ადგილზე განთავსებას აპირებდა.
პოლიციამ, ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 157 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" და ამავე ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილი.