28 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა "ევროპული საქართველოსგან" - რა გამოსავალს სთავაზობს გიგა ბოკერია ოპოზიციას

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა "ევროპული საქართველოსგან" - გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ თუ წლის ბოლომდე პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები არ დაამტკიცა, ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანო უნდა დატოვოს. ასევე აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რეჟიმის დამარცხების წინაპირობა ვერ იქნება.

"ევროპული საქართველოს" ხედვა არის, რო, დღეს ყველა აქტიური სამოქალაქო თუ პოლიტიკური ჯგუფის ფოკუსი უნდა იყოს იმ ადამიანების გაფართოებაზე, რომლებიც ჩართულები იქნებიან, პოლიტიკურ, საარჩევნო და მერე თუ საჭირო იქნება საპროტესტო პროცესში. უნდა დავთქვათ ვადები, როდის უნდა დამთავრდეს რეჟიმი და თუ ეს არ მოხდება, სწორედ ეს კვებავს ივანიშვილის რეჟიმს. ჩვენ თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, არ შეიძლება ვიძახდეთ, რომ ერთი მხრივ, არჩევნებს აზრი აქვს დაკარგული, რაც ზოგადად მცდარი მიდგომაა და ასევე, არ შეიძლება პარლამენტში რუტინულ პროცესებში ვიყოთ ჩართულები, რომელიც ვითომ დემოკრატიის სიმულაციას ქმნის,"- აცხადებს გიგა ბოკერია. 

დღის ამბები