28 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში გრძელდება - ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომათა დარბაზში არ უშვებენ

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში - საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრას იწყებს.

მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ამტკიცებს, ამას კი ოპოზიცია კანონდარღვევად მიიჩნევს და აპროტესტებს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ და შენობაშიც მობილიზებულია პოლიცია.

 საკრებულოს სხდომა უკვე დაიწყო. საკრებულოს სხდომათა დარბაზისკენ მიმავალი დერეფანი ჩაკეტილი აქვთ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს. საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატები ამ წუთებშიც ცდილობენ სხდომათა დარბაზში შესვლას, თუმცა, მათ შესვლის უფლებას არ აძლევენ. შენობასთან იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" და, ზოგადად, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები. 

დღის ამბები