28 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
74 გარდაცვლილი, 4 534 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა

საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსმა კიდევ 74 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელდა - 3 742 პირი.

ბოლო 24 საათში სულ 51 756 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით - 30 538, PCR ტესტით - 21 218.

რაც შეეხება ვაქცინას, გუშინ ქვეყანაში 10 194 დოზის ადმინისტრირება მოხდა.

დადებითობის მაჩვენებელი კი შემდეგია: დღიური - 8,76%, ბოლო 14 დღის - 9,06%, ბოლო 7 დღის - 9,13%.

დღის ამბები