28 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
"მთავარი არხი" კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის და გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

"მთავარი არხი" კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის და გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს - ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ კომისიამ "მთავარ არხს" უპრეცენდენტო ოდენობის ჯარიმა დააკისრა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სარედაქციო პოლიტიკის შეზღუდვა უწოდა.

"მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო უპრეცენდენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ. ფორმალურადაც და მატერიალურადაც აბსოლუტურად მცდარია ეს გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს ერთადერთს - ჩვენი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრესს შეზღუდვას. არ ვაპირებთ არანაირი თანხების გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ სასამართლო გაუძლებს თუ არა ამ სრული უკანონობის შესახებ ტესტს," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომუნიკაციების კომისიამ არა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო, "მთავარი არხი" 111 000 ლარით დააჯარიმა.

დღის ამბები