ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 26 ნოემბერს საგანგებო სხდომის მოწვევას აპირებს კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, რომელიც სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში გამოვლინდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ახალი შტამი ძველ შტამებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება და მას აღნიშნავენ, როგორც B.1.1.529 Sars-Cov-2.
სამხრეთ აფრიკის ეპიდემიაზე რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მთ ქვეყანაში ახლად გამოვლენილი შემთხვევების 90% სწორედ ახალი ვარიანტის კორონავირუსია.
ექსპერტების შეფასებით, ნებისმიერი ახალი ვარინტი, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე დელტა, შესაძლოა სერიოზული პრობლემა გახდეს პანდემიიდან მსოფლიოს გამოსვლის გზაზე.