28 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
აფეთქება რუსეთის შახტში - მსხვერპლის რაოდენობამ 52-ს მიაღწია, მათ შორის 6 მაშველია

რუსეთში, კემეროვოს ოლქში "ლისტვიჟნაიას" შახტში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა. მათ შორის 6 მეხანძრე-მაშველია, რომლებიც ადგილზე მეშახტეების გადასარჩენად იყვნენ მისული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი მეთანის აფეთქება გახდა. საქმეზე გამოძიება დაიწყო. პოლიციამ შახტის ხელმძღვანელი პირები დააკავა სამრეწველო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით.

შემთხვევა 25 ნოემბერს დილით მოხდა.

დღის ამბები