28 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
2-წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მაყურებელს დარბაზებში უმასპინძლებს

2-წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მაყურებელს დარბაზებში უმასპინძლებს. რიგით 22-ე კინოფესტივალზე, კინომოყვარულებს დიდ ეკრანზე 50-ზე მეტი ფილმის ნახვას სთავაზობს.

ფესტივალის პირველი დღე პრემიერით გაიხსნება. საქართველოდან ოსკარზე გაგზავნილი სურათი, "მე-4 ბრაიტონი" სამშობლოში ჩამოვა. "ოქროს პრომეთესთვის" კი 9 ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი იბრძოლებს, რომელსაც საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.

წლის ყველაზე დიდი კულტურული მოვლენა 5 დეკემბერს დაიწყება და 1 კვირას გასტანს.

დღის ამბები