28 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
ბრიუსელში უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მორიგი შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში დასრულდა საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე. რიგით მეოთხე შეხვედრაზე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა, ევროპელ პარტნიორებთან, რეგიონში შექმნილ ვითარებასა და რუსეთის მხრიდან მომდინარე გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო იმას, თუ რა ახალი ინსტრუმენტები და მექანიზმი შეიძლება იყოს ამოქმედებული იმისთვის, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები შემცირდეს.

"ჩვენ ვისაუბრეთ თავდაცვის ახალ ინიციატივებზე ევროკავშირის მხრიდან, რაც მეტ სარგებელს მოუტანს განვითარებისა და სტანდარტების დამკვიდრების თვალსაზრისით თავდაცვის ძალებს და ზოგადად, ქვეყანას," - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი აცხადებს, რომ საქართველო ინარჩუნებს მნიშვნელოვან ადგილს ევროკავშირის დღის წესრიგში.

დღის ამბები