28 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტში სიჩქარის გადაჭარბების გამო მიღებული ჯარიმები უხსენეს - დეპუტატები თამარ ოქროპირიძეს უსმენენ

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს - თამარ ოქროპირიძეს უსმენს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად ოთხი კანდიდატი წარუდგინა. მათ მანტიის მისაღებად 76 ხმა სჭირდებათ.

ვინ არის თამარ ოქროპირიძე და რა კითხვები აქვთ მასთან როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წევრებს.

ერთ-ერთმა პარლამენტარმა თამარ ოქროპირიძეს გაახსენა ჯარიმები, რომელიც ოქროპირიძეს სიჩქარის გადაჭარბების გამო აქვს და ჰკითხა უზენაესი სასამართლოს წევრობის შემდეგ თუ ეყოლება ისევ მანქანა.

თამარ ოქროპირიძემ უპასუხა, რომ სულ სამი დარღვევა აქვს და მისი თქმით, სამომავლოდ, ეცდება სიჩქარის გადაჭარბების გამო ჯარიმა აღარ ჰქონდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრმა ლევან იოსელიანმა თამარ ოქროპირიძეს სხდომის დროს ჰკითხა, არის თუ არა საკმარისი მისი 6-წლიანი მოსამართლის გამოცდილება საკმარისი, რაზეც თამარ ოქროპირიძემ განაცხადა, რომ მხოლოდ სტაჟი არაფრისმთქმელია და მისი გამოცდილება მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 

დებატებში ლევან იოსელიანმა და თამარ ოქროპირიძემ განიხილეს სხვადასხვა საქმე, რომელიც მოსამართლეობის დროს ჩაბარდა ოქროპირიძეს. 

დღის ამბები