28 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 30 ოჯახს, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 30 ოჯახს, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ფართები მათ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ. მერიის ინფორმაციით, გარდა უკვე დაკმაყოფილებული განცხადებებისა, თბილისის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

"დღეს სამგორის რაიონში 30 ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. ეს არის დაკანონების პროგრამა, რომლის განხორციელებაც დავიწყეთ 2017 წლიდან, როდესაც არჩევნები მოვიგეთ. უკვე 2500-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა, რაც ძალიან კარგია. მინდა, მივულოცო ამ ადამიანებს და პირველ რიგში, ჯანმრთელობა ვუსურვო. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ამხელა სიხარულს ვხედავ მათ სახეზე. ასევე, მინდა, მივმართო ყველა იმ ოჯახს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს: აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში წარსადგენ საბუთებთან დაკავშირებით, რათა მთავრობის სხდომაზე მოხდეს დამტკიცება და საცხოვრებელი ფართების გადმოცემა," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები