28 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
ევროპის წამლების სააგენტომ 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციის ნებართვა გასცა

ევროპაში 5-დან 11 წლამდე ბავშვებს აცრიან - გადაწყვეტილება ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) მიიღო. სააგენტოს რეკომენდაციით,  "ფაიზერის" ინექცია მკლავის ზედა  ნაწილში, ორ 10 მიკროგრამიან დოზად უნდა გაკეთდეს, დოზებს შორის შუალედი კი 3 კვირა უნდა იყოს.

"ფაიზერის" ვაქცინა, როგორც მწარმოებელი აცხადებს, კლინიკურ ცდებში, ამ ასაკობრივ კატეგორიაში 90.7%-იან ეფექტიანობას აჩვენებს. 

საბოლოო გადაწყვეტილება, 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიამ უნდა მიიღოს. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

დღის ამბები