28 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
პაატა იმნაძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსგადატანილი პირებისთვის უვადო მწვანე სტატუსი გაუქმდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე არ გამორიცხავს, რომ შეიცვალოს მოცემულობა, რომლის მიხედვითაც, პირებს, რომელთაც კორონავირუსი გადაიტანეს, უვადო მწვანე სტატუსი ენიჭებათ.

მისი თქმით, უკვე არსებობს რეინფიცირების საკმაო რაოდენობის მაგალითები არამარტო მსოფლიო მასშტაბით, არამედ საქართველოშიც. 

"კვლევები უკვე გამოქვეყნებულია, ჩვენთანაც გვაქვს რეინფიცირების 5000-ზე მეტი შემთხვევა, ასე რომ, კოვიდის გადატანა არ იძლევა გარანტიას, რომ კოვიდი არ დაგემართოს. კიდევ დაგროვდება სამეცნიერო მტკიცებულებები და, იმედი მაქვს, ეს შეიცვლება. ჩემი აზრით, შესაცვლელია,"- აცხადებს იმნაძე. 

დღის ამბები