ევროპამ რუსეთს მკაფიოდ უნდა გააგებინოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის დიდი საფასურის გადახდა მოუწევს - ინფორმაციას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.
კაია კალასი უკრაინის საზღვრის ირგვლივ რუსული სამხედრო ძალების გაძლიერებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ამბობს, რომ სამხედრო აქტივობების ზრდა ორ ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოს შორის ომის რისკს ზრდის.