28 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
მივესალმები ქმედებებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სიტუაციისათვის თვალყურის დევნებას აგრძელებენ.

ელჩმა, ასევე, ხაზი გაუსვა სასამართლოზე სააკაშვილის დასწრების აუცილებლობას. 

"მე მივესალმები ქმედებებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა. მე მოხარული ვარ იმის მოსმენით, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, ეს ფუნდამენტურია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულებულია. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციისათვის თვალყურის დევნებას, მის ფუნდამენტურ უფლებებთან მიმართებაში, მათ შორის, პირადი ინფორმაციის და ღირსების უფლებების დაცვის ჩათვლით.

ასევე, მის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით არსებული მოსაზრებების საქმის კურსში ვარ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გათვალისწინებული საქართველოს კანონით, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად. იმედი მაქვს, რომ ამჟამინდელი პროცესები იმპულსი იქნება ყველა მხარისთვის, იქნება შესაძლებლობა, დაფიქრდნენ თუ როგორ შეინარჩუნონ ეს იმპულსი და წავიდნენ წინ სწორი გზით,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

დღის ამბები