28 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
კარლ ჰარცელი ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრები ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდნენ. შეხვედრისას განიხილეს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა თავისუფალი სავაჭრო სივრცის გაღრმავება, საჯარო შესყიდვები და ექსპორტის შესაძლებლობები. შეხვედრას ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"გასული თვეების განმავლობაში ვცადეთ შეგვექმნა უფრო ძლიერი საფუძველი ევროპული ბიზნესებისთვის, რათა გვქონოდა შეთანხმებული პოზიცია როგორც ევროკავშირის დელეგაციის მთავარ მონაწილეებს და ინსტიტუციებს ბრიუსელში, რომელიც გვიზიარებენ შეფასებებსა და რეკომენდაციებს საქართველოში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით.

ასევე, გასცემენ რჩევას, როგორც ევროკავშირის ინტერესის წარმომადგენლები, რათა უზრუნველვყოთ ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი ვაჭრობა და დავრწმუნდეთ, რომ ინვესტიციები შემოდის საქართველოში. ვაპირებ ხედვები გავცვალო მათთან და გავიგო, თუ რა არის მათი დღის წესრიგის პრიორიტეტი და ასევე გავაცნოთ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, რას ვგეგმავთ, რათა მხარი დავუჭიროთ ბიზნეს აქტივობებს საქართველოში,“ - ამბობს კარლ ჰარცელი

 

დღის ამბები