28 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა - საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალური დირექტორი

ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა - ამის შესახებ საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

რაფაელ გროსის თქმით, მხარეებმა სადავო საკითხებზე შეთანხმება ვერ შეძლეს. თუმცა, ირანის ატომური ორგანიზაციის სპიკერის განცხადებით, მხარეები კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

საერთაშორისო ატომური სააგენტო თეირანს ბირთვულ ობიექტებზე დაშვებას სთხოვს. რამდენიმე თვის წინ ორ ბირთვულ ობიექტზე, სადაც სააგენტოს ინსპექტორებს ხელისუფლება შესვლის ნებას არ რთავდა, ურანის ნაწილაკები აღმოაჩინეს.

დღის ამბები