28 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
"მაინც ვერ გავიგე, როგორ მოხდება სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმება" - რა არგუმენტებით პასუხობს მმართველი პარტია იაგო ხვიჩიას

პრემიერის ინიციატივა ქვეყანაში მასშტაბური დასაქმების რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით, "ღამის კურიერის" ეთერში დებატების მთავარი თემა გახდა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მათთვის გაუგებარია, რა მექანიზმებით აპირებს ხელისუფლება ათობით ათასი ადამიანის დასაქმებას და რა ფული დაიხარჯება ამაში:

"მე მაინც ვერ გავიგე, როგორ ხდება ადამიანების დასაქმება. ბიუჯეტის ფულს ვხარჯავთ, ერთი ჯიბიდან ამოღებული ფული გვაქვს, ვაძლევთ ვიღაც ადამიანს: იმუშავე შენ სახელმწიფო სამსახურში... ეს ხომ არაფრით განსხვავდება სოციალური დახმარებისგან, ახალი დოვლათი რა იქმნება? რამდენიმე ხერხი მითხარით, რომ გავაკრიტიკო, არაფერს მეუბნებით და რაზე გიპასუხოთ?" - მიმართა "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.

იაგო ხვიჩიას კითხვას "ქართული ოცნების" წევრმა მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა:

"არსებობს უზარმაზარი რაოდენობა ასეთი მექანიზმის. ნებისმიერ საგრანტო პროგრამაში, რომელიც აქვს სახელმწიფოს იქ შეიძლება გათვალისწინება, შეიძლება ჩადო წამახალისებელი ფაქტორი, რომ ყველა ვინც განაცხადს გააკეთებს გრანტზე, თუ იქნება გათვალისწინებული სოციალურად დაუცველის დასაქმება, შეფასების უკეთესი კატეგორია იქნება. ფული იხარჯება იმის ვინც განაცხადს შემოიტანს გრანტზე. მეორე - შეგიძლია გააკეთო დამატებითი სტიმულატორები - საგადასახადო შეღავათები, ვინც დაასაქმებს ასეთ კატეგორიას, პირებს, რომლებსაც აქვთ სოციალური შემწეობა და დასაქმების საფუძველზე ეხსნება სოციალური შემწეობა და იღებს ანაზღაურებს დღეს თუ აქვს 200 ლარიანი ანაზღაურება, ხვალ ექნება 300 ლარიანი ხელფასი," - განცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები