28 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
სანქტ-პეტერბურგში ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს - რუსული მედია

ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში ბიზნესმენი, "ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის" დამფუძნებელი ალექსანდრე ებრალიძე დააკავა. როგორც რუსული მედია იტყობინება, ებრალიძის დაკავება მითვისება/გაფლანგვის მუხლით მიმდინარე საქმის ფარგლებში მოხდა, რომელიც 2016 წელს კონსტანს-ბანკიდან 3 მილიარდი რუბლის დაკარგვას უკავშირდება, რომლის მთავრი მესაკუთრეც სწორედ ებრალიძე იყო. ამ ინციდენტის შემდეგ ბანკს ლიცენზია ჩამოერთვა.

ალექსანდრე ებრალიძის სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა მიმდინარეობს, სამართალდამცავები მის თანამშრომლებს კითხავენ.

2009 წლის თებერვალში ალექსანდრე ებრალიძემ დააარსა ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი, რომლის ოფიციალურ მიმართვაში დეკლარირებულია საქართველოს კრიზისული მდგომარეობიდან გაყვანა სტაბილური დემოკრატიული განვითარების გზაზე. კონგრესის წევრები რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენის მოწოდებით გამოდიოდნენ.

დღის ამბები