28 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
სუფრაზე დაწყებული და მკვლელობით დასრულებული კონფლიქტი - გარდაცვლილის დედა "კურიერთან" საეჭვო გარემოებებზე ჰყვება

მეგობრებს შორის სუფრაზე დაწყებული კონფლიქტი, 33 წლის მამაკაცის მკვლელობით დასრულდა. დავით მარიკიანი გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეზობლები და ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ნავთლუღის დასახლებაში მომხდარ დაჭრას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. თუმცა მოკლულის დედა "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ კონფლიქტი უფრო ადრე დაიწყო.

სვეტა მარიკიანი დარწმუნებულია რომ შვილი, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო მოუკლეს. დედა ჰყვება, რომ 33 წლის მამაკაცსა და მის მეგობარს შორის ერთი თვის წინ სიტყვიერი დაპირისპირება, ყოფით ნიადაგზე დაიწყო, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც. მშობლის თქმით, დავით მარიკიანს, გოჩა ლაფერაშვილი სწორედ ინციდენტის დღეს დაემუქრა, მუქარა კი სისრულეში გუშინ გვიან ღამით მოიყვანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში, საგარეჯოში აიყვანეს. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე პირები უკვე გამოიკითხა, ნანახია მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული, კამერების ჩანაწერებიც, ნივთმტკიცების სახით სამართალდამცველებმა მაკაროვის ტიპის იარაღიც ამოიღეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები