28 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
გუშინ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის განცხადება, რომ 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ, გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? - გიული ალასანია

პატიმარი ექსპრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკშვილის ფსიქოლოგიური განწყობა ძალიან მძიმეა. გიული ალასანიამ გააკრიტიკა პოლიტიკური სპექტრის ნაწილის მოსაზრებაც იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობამ ოპოზიციური მოძრაობა დააზიანა:

"ეს არის ძალიან თვალშისაცემი. ადამიანი არის რაღაც დათრგუნული, არ არის ის ძველებური ადამიანი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. აუცილებელი გზავნილი, იმისი კი არა, ეს ჩემი სურვილია, რომ იყოს ადამიანი თავისუფალი და ჩვენ, ყველამ – თქვენ, ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ როგორმე ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე, სხვა გამოსავალი არ არის. ახლა მე, მაგალითად, გაოგნებული ვარ იცით, რით? გუშინ უცებ მოვისმინე ბრძენი ადამიანის ასეთი განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვი და აი, ამისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ? სადმე ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? ასეთი რამ გაუგია ვინმეს? აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ," – განაცხადა გიული ალასანიამ.

დღის ამბები