28 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
"კალმარის თამაშის" გავრცელებისთვის ჩრდილოეთ კორეაში სტუდენტს სიკვდილით დასჯიან

ჩრდილოეთ კორეაში ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც ქვეყანაში Netflix-ის პოპულარული სერიალის "კალმარის თამაშის" ასლი გაავრცელა, სიკვდილით დასჯიან. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იტყობინება, "კონტრაბანდისტი" ჩინეთიდან დაბრუნებული სტუდენტია, რომელმაც სამხრეთკორეული სერიალი ციფრული ვერსიით, ფარულად შემიტანა, შემდეგ კი "კალმარის თამაშის" ასლები რამდენიმე სტუდენტს მიჰყიდა, რის შემდეგაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. მას დახვრეტა ემუქრება. ამასთან, ერთ-ერთ სტუდენტს, რომელმაც მისგან დისკის ასლი იყიდა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ექვსს კი შოუს ყურების გამო ხუთი წლით მძიმე შრომა მიესაჯა.

სერიალი იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც უფულობის გამო სასიკვდილო თამაშში ერთვებიან. სერიალში საბავშვო თამაშები სისხლიან შეჯიბრებადაა ქცეული, თუმცა საპრიზო თანხა მონაწილეებს თამაშის დატოვების ცდუნებას აძლევინებს.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეაში დასავლური და სამხრეთკორეული ფილმების, სერიალების ყურება, მუსიკის მოსმენა და გავრცელება მკაცრად აკრძალულია და ისჯება.

დღის ამბები