28 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია ოფიციალურად გახდა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წევრი

24 ნოემბერს, საერთაშორისო სამთო გამყოლთა კონგრესის ფარგლებში, კურორტ შამონიში, კენჭისყრის შედეგად, "საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია"(GMGA) Georgian Mountain Guides ოფიციალურად გახდა "სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წევრი" (IFMGA).

აღნიშნული ფედერაცია 22 ქვეყნის 6000-მდე სამთო გამყოლს აერთიანებს მსოფლიო მასშტაბით.

დღეიდან, საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის მიერ სერტიფიცირებული სამთო გამყოლი, ავტომატურად ხდება საერთაშორისოდ აღიარებული და სერტიფიცირებული გიდი.

 ავტორი: ნიკა ლებანიძე

დღის ამბები