28 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
მარტვილში საკლასო ოთახში გაკვეთილის დროს ჭერი ჩამოინგრა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონის საჯარო სკოლის ერთ-ერთ საკლასო ოთახში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა გეოგრაფიის გაკვეთილის მიმდინარეობის დროს მოხდა.

"კურიერის" ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, თუმცა სასწავლო პროცესი შეჩერდა.

დირექტორის თამილა შულაიას ინფორმაციით, სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება და პასუხისმგებელი კომპანია ხარვეზს გამოასწორებს.

დღის ამბები