28 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
წყნეთის გზატკეცილზე მეწყრულ ზონაში ფერდობი ჩამოიშალა

წყნეთის გზატკეცილზე ფერდობი ჩამოიშალა. თბილისის მერიის განმარტებით აღნიშნული ტერიტორია მეწყრულ ზონას წარმოდგენს.

ადგილზე უკვე იმყოფებიან თბილისის მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგები-წყნეთის გზაზე საავტომობილო გადაადგილება დროებით შეიზღუდება

უწყების განმარტებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაიგეგმა ფერდის გამაგრების საპრევენციო ღონისძიებები.
 
შესაბამისად, პრევენციული სამუშაოების წარმოების მიზნით, 26 ნოემბერს, 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე და ასევე, 27 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
დღის ამბები