28 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
ენმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას ზეწოლასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს - თორნიკე რიჟვაძე ბრალდებებს უარყოფს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას ზეწოლასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს. საუბარია ახალი მოწვევის საკრებულოს წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. როგორც აჭარის ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ განაცხადა, მათი პარტიის წევრს, ნუგზარ ფუტკარაძეს, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. როგორც კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულება და აუდიო ჩანაწერი აქვთ, რომელიც თავად ნუგზარ ფუტკარაძემ გააკეთა და მას პირადად გადასცა.

ბრალდებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც პასუხობს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, თუ ჩანაწერში მისი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს, ბოდიშის მოხდას მოითხოვს. მისივე განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას თანაგუნდელებმა პატივი უნდა სცენ.

დღის ამბები