28 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
პანდემიის კუთხით, გარკვეული სტაბილიზაცია იმედისმომცემია, თუმცა ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ჯანდაცვის სექტორი განიტვირთოს - თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პანდემიის კუთხით გარკვეული სტაბილიზაცია იმედისმომცემია, თუმცა ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ჯანდაცვის სექტორი რამენაირად განიტვირთოს:

"მაღალ ნიშნულზე გარკვეული სტაბილიზაცია, რა თქმა უნდა, იმედისმომცემია, მაგრამ არ არის იმის საფუძველი, რომ ჰოსპიტალური სექტორი ან ჯანდაცვის სექტორის სხვა ნაწილი რამენაირად განიტვირთოს. მობილიზებული რჩება 9112 საწოლი. ყველა ის მექანიზმი, რომელიც დღეს, მეცნიერებისთვის და მედიცინისთვის ცნობილია, ეპიდემიაზე პასუხისთვის, ჩვენს ქვეყანაში ადგილზეა და ამის გამოყენება სრული მასშტაბით ხდება,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები