28 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც "მწვანე ბარათის" გარეშე ვეღარ შეხვალთ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, ის დაწესებულებები ჩამოთვალა, სადაც პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტის გარეშე ვეღარ შეხვალთ:

"სად გვჭირდება მწვანე პასპორტის წარდგენა - ეს არის: რესტორნები, კაფეები, ბარები, ღია და დახურული სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები, სპა-ცენტრები, ფიტნეს დარბაზები, სასტუმროები და ასევე, სამთო კურორტების საბაგიროები,"- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. 

გარდა ამისა, გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ენიჭება ადამიანს მწვანე სტატუსი: 

"მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე,"- ამბობს გიორგი ღიბრაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები