28 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
პირველი დეკემბრიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ

საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, რესტორნებს, რომლებსაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე პასპორტით, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ.

მათ შეეძლებათ, საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით, იმუშაონ იქამდე, რამდენ ხანსაც საჭიროდ ჩათვლიან. 

ასევე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 30-დან 50%-მდე გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში. 

დღის ამბები