28 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
"ეს პოლიტიკური საქმეა, ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში ვერავინ მოხვდება" - სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი

სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებულ შუალედურ ზომებს, დღეს, საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ განიხილავს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, დილიდან არაერთი ადამიანი მივიდა. მათ შორის არის პატიმარი სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე. ორდღიანი პაუზის შემდეგ, ადგილზე ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველებიც მივიდნენ, მათ შორის არის უკრაინელი ადვოკატი, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტის საქმეში ჩართვას ითხოვს:

"კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მოგვცეს, რადგან ამ გზით შევძლებთ გავარკვიოთ, თუ როგორ დავეხმაროთ მათ. მე მივიჩნევ, რომ ეს პოლიტიკური საქმეა, ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში ვერავინ მოხვდება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მიხეილთან შეხვედრა, რომ შემდგომი გეგმები განგვეხილა. დახმარების სხვადასხვა გზა არსებობს, თუმცა მის გარეშე ვერ გადავწყვეტთ,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი.

დღის ამბები