28 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ქართული დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში - მმართველი პარტიის წევრები ევროპარლამენტარებს შეხვდნენ 

სტრასბურგში ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება - მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა შეხვედრა ევრო პარლამენტარებთან გამართეს.

მთავარი თემები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული პროცესები იყო.

ყურადღება ასევე გამახვილდა ქვეყნის ევროინტეგრაციაზეც. ვიზიტის ფარგლებში "ქართული ოცნების" წევრებმა უკვე გამართეს მოლაპარაკება ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო, მათ შორის მისი შიმშილობის, ასევე ექსპრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას.

"ზოგადად, ვისაუბრეთ შიდა პოლიტიკაზე, მის განვითარების პერსპექტივებზე, ჩვენ როგორ ვხედავთ შიდა პოლიტიკის განვითარებას. ჩვენი ინფორმაცია გავუზიარეთ. ყველა ჩვენი მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია სწორედ ეს, რომ მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ სისტემაში და ამისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა," - ამბობს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები